„დაუჭერია მკლავებით... წამოდი ჩემთან სახლში მოგესიყვარულოო“ - 11 წლის გოგონა თანასოფლელ პედოფილს გაექცა

00:15 10-31-2019
1128

11 წლის გოგონა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოძალადეს ხელიდან დაუსხლტა. კაცი უკვე დააკავეს. ბავშვის ოჯახში ამბობენ, რომ გოგონა და მისი ძმა ამ შემთხვევის შემდეგ სახლში რომ მივიდნენ ოთაცში ჩაიკეტნენ და არავის უშვებდნენ.

ბავშვების დედა ტელეკომპანია „მთავართან“ აცხადებს, რომ თანასოფლელ კაცს გოგონა საკუთარ სახლში ძალის გამოყენებით მიჰყავდა. 

„გზაზე იჯდა. უთქვამს რა კარგი ბავშვები ხართო. შემდეგ ჩემი გოგოსთვის დაუძახია ერთი წუთით მოდიო. იცნობდა ბავშვი და მივიდა. დაუჭერია მკლავებით, მიუხუტებია გულის მხარეს და უთხრა წამოდი ჩემთან სახლში მოგესიყვარულოო. ბავშვმა რომ გამოიწია მკლავში მოჰკიდა ხელი და სახლში მიათრევდა - ამბობს გოგონას დედა.

მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ ბავშვი სახლში გაიქცა და ყველაფერი მოყვა. ოჯახმა პოლიციას მიმართა.

 

წყარო: „მთავარი არხი“