„არ ვამბობ, რომ მე თვითონ ტაშს ვუკრავ იმას, რაც ვთქვი“ - არქიმანდრიტი ბართლობე ანიტა რაჭველიშვილთან დაპირისპირებაზე

22:37 10-30-2019
76

„არც წყევლა და არც სურვილი არ იყო“ - არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილმა „სხვა ნანუკას“ შოუში მომღერალ ანიტა რაჭველიშვილთან დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

„ეს არც წყევლა და არც სურვილი არ იყო, როდესაც ცნობილი მომღერალი ლაპარაკობს სიძულვილის ენით ამბობს კრეტინს, საცოდავს და უბედურს, მე მგონია რომ ეს წყევლაზე უარესია. ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო მამის გამო შვილზე თავდასხმა

არ ვამბობ, რომ მე თვითონ ტაშს ვუკრავ-მეთქი რაც ვთქვი, არა უბრალოდ მე მინდოდა ამ ადამიანის შინაგანში, რაღაც აღმეძრა, რათა მიმხვდარიყო, რომ მას ბოდიში მოეხადა. მე ლაივშიც მომისმენია მისთვის და ვერანაირ უარყოფით დამოკიდებულებას მის მოღვაწეობაზე ვერ გამოვხატავ ამ კუთხით. უბრალოდ ძალიან შემაშფოთებელი იყო, რაც დაწერა. მინდოდა მას ეს სტატუსი შეეცვალა, ან ეთქვა, რომ მეც შემეშალაო“,- თქვა არქიმანდრიტმა.

წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის დედის მოძღვარი არქიმანდრიტი პასუხობს, რომ იყო.

„მე ჩავდიოდი მის, მოხუცის (ბიძინა ივანიშვილის დედა) სანახავად და გარკვეულწილად დავდივარ მის სასაფლაოზე“, - თქვა არქიმანდრიტმა.