მაკო გომური მუშაობას Formula-ზე იწყებს

22:13 10-30-2019
492

20 ივნისის აქციის დაზარალებული, მაკო გომური ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდზე, Formula News.ge-ზე ბლოგებს დაწერს.

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიანიჭა. 

პროკურატურის განცხადებით, პირების მიმართ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და რომლითაც უნდა დადგინდეს მათ მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. 

შეგახსენებთ, 20-21 ივნისის აქციებზე დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი.