„როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით კინოჩვენებას“ - სანდრო ბრეგაძე გეი სიყვარულის შესახებ ფილმზე

20:14 10-30-2019
1

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდა. ქართულ კინოთეატრებში გეი სიყვარულის შესახებ კინოჩვენებას არ დაუშვებს და ამას აუცილებლად პტროტესტი მოჰყვება.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრული ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა გაიმართება.

„ესაა მამათმავლობის ტირაჟირება პროპაგანდის ხელშეწყობა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ. ჯერ არ ვიცი რა ფორმით, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ გავაპროტესტებთ. ამ კინოჩვენების წინააღმდეგ გამოსვლა თითოეული ქართველისა და მართლმადიდებელის ვალია.

იმის გამო, რომ ვიღაცამ გრანტები ჩაიჯიბოს, ჩვენ მამათმავლობის რეკლამირებას არ დავუშვებთ, ეს ცალსახაა. ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“ - ამბობს სანდრო ბრეგაძე.