თბილისში მოზარდს დაცვის პოლიციის მანქანა დაეჯახა

19:26 10-30-2019
397

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის მანქანა მოზარდს დაეჯახა. „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს, რომ საქმე 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით ავტომობილი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, დაცვის პოლიციას ეკუთვნოდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.