7 ავტომობილის შეჯახება მუხიანში - არის მსხვერპლი

19:18 10-30-2019
919

თბილისში, მუხიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანდა 7 ავტომობილი, მათ შორის ერთი სამარშუტო ტაქსია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.