ვინ არიან მეუფეები, რომელთა დასჯაზე ხვალ სინოდის სხომაზე იმსჯელებენ

19:04 10-30-2019
5592

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხვალ, წმინდა სინოდის სხომაზე განსახილველ საკითხებს შორის ორი მიტროპოლიტის საკითხი დადგება. წმინდა სინოდის წევრები მეუფე პეტრესა (ცაავა) და მეუფე იაკობის (იაკობიშვილი) დასჯის ფორმებზე მსჯელობისთვის ემზადებიან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხოდმის წინა კონსულტაციებზე მოსაზრება მეუფე პეტრესთვის წოდების ჩამორთმევისა და მეუფე იაკობისთვის გაფრთხილების მიცემის შესახებ გაჟღერდა.

რაც შეეხება ციანიდის სკანდალის მთავარ ფიგურანტს, დეკანოზ მამა გიორგის (მამალაძე) საქმეზე მსჯელობას, სინოდის წევრების უმრავლესობა დეკანოზის  საკითხის დღის წესრიგში დაყენების წინააღმდეგია.

„ახლა, პროცესები ისე მიდის, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე სურთ პროცედურულ განსახილველ თემებს შორის მეუფე პეტრესთვის წოდების ჩამორთმევა დადგეს, ხოლო მეუფე იაკობს მიეცეს გაფრთხილება. სინოდი დაეყრდნობა კლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს  - მოციქულთა 34-ე და 55-ე, ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9, მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონებს.

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე დიდი აურზაურია. უმრავლესობის აზრია, რომ ამოეფარონ არსებულ საეკლესიო კრიზისს და დღის წესრიგში არ დადგეს ამ საკითხზე მსჯელობა.

ისევ ყურადრების მიღმა რჩება უკრაინის ავტკეფალიის საკითხი, წმინდა სინოდი არც ამაზე აპირებს  რეაგირებას“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 9 მარტს შეკრებილმა სინოდის წევრებმა მეუფე პეტრეზე განაცხადეს, რომ მიტროპოლიტი უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ ნორმებს.  წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მაშინ გაფრთხილება მიეცა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური