კანდელაკი, თუ შევარდნაძე - რომელი უფრო მოსწონთ Russia Today-ს ხელმძღვანელის პოსტზე

19:03 10-30-2019
1377

რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა Russia Today (RT) მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს ინტერვიუს დროს თამაში შესთავაზა, რომლის დროსაც მას უნდა არჩია, თუ ვინ შეცვლიდა ხელმძღვანელის პოსტზე სიმონიანს, თუ ვლადიმერ პუტინი მას მაგალითად დანიშნავდა საგარეო საქმეთა მინისტრად. 

თინა კანდელაკსა და სოფო შევარდნაძეს შორის არჩევანის გაკეთების დროს, სიმონიანმა შევარდნაძე აირჩია.

„მე ვირჩევ ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის RT-ში მუშაობს ფაქტობრივად იმდენი ხანია, რამდენი ხანიც მე და გაიარა არხთან ერთად თითქმის ყველაფერი. მისი ქცევა 2008 წელს იყო არამხოლოდ იდეალური, არამედ გამოიწვია ჩემში უდიდესი პატივისცემა. სოფიკოსთან ყველაფერთან დაკავშირებით ერთი შეხედულება არ გვაქვს, თუმცა ბევრ რამეში ვემთხვევით ერთმანეთს“, - აღნიშნა Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა. 

Russia Today-ს, იგივე RT-ს დასავლურ ქვეყნებში პროპაგანდისტულ ტელეარხად მოიხსენიებენ, რომელიც ხშირად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. ის არაერთხელ მომხდარა სანქციების ქვეშ სიცრუის და „სიძულვილის ენის“ გაღვივებისათვის.