1 ნოემბერს აზარტული თამაშების წინააღმდეგ პირველი აქცია გაიმართება

19:02 10-30-2019
39

„გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ - კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ 1 ნოემბერს 19:00 სთზე მთვარობის კანცელარიის წინ აქციას გამართავს. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დღეს ანა დოლიძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს! 

ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში  არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახელობას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშობებში.

გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა! 

კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს, სადაც გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები.

ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკვე ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. 

შეუერთდით აქციას  ლინკზე: https://www.facebook.com/events/1147430462134607/