თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა

17:53 10-30-2019
9

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა თაჩან ილდემს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას შეეხო. მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თანამედროვე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.