ვინ არის პატარა მთიული ბიჭი, რომელიც საოცარი ემოციით ასრულებს სიმღერას „რა ყოფილა გურია“ - ვიდეო

17:22 10-30-2019
2669

„პრაიტაიმმა“ ცოტა ხნის წინ, პატარა ნიკოლოზის მიერ ემოციურად შესრულებული სიმღერა - „რა ყოფილა გურია“ გამოაქვეყნა. ვიდეომ, საზოგადოების მხრიდან უდიდესი  სითბო და პოზიტიური კომენტარები დაიმსახურა.

width=600

„პრაიმტაიმი“პატარა ნიკოლოზის დედას - ხათუნა გულბიანს დაუკავშირდა და „პატარა ვარსკვლავთან“ დაკავშირებით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

რამდენი წლის არის ნიკოლოზი და როდიდან მღერის?

ნიკოლოზი 3.5 წლისაა. ძალიან უყვარს სიმღარა. ის, ნახევრად მთიული და ნახევრად სვანია - მამა გიორგი ნატრაძეა, რომელიც „მოყვარული“ მომღერალია და გიტარაზეც ხშირად უკრავს. ნიკოლოზს, ძალიან უყვარს სიმღერა და ბავშვობიდან უსმენს ქართულ ხალხურ სიმღერებს. 

width=600

როდის ჩაწერეთ პირველი ვიდეო და თუ ასრულებს სვანურ სიმღერებს? 

პირველი ვიდეო შარშან ჩავწერეთ, როცა პირველად აჭარული სიმღერა შეასრულა, რასაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება და თბილი კომენტარები მოჰყვა. დღემდე გიჟდება აჭარულ სიმღერებზე. გენეტიკურად არ მოყვება მშობლებისგან  სიმღერის ნიჭი.

როგორი ხასიათი აქვს ნიკოლოზს?

ემოციური და პრინციპული ბავშვია. თუ არ სურს, არ იმღერებს. პირველად, შემთხვევით ჩემმა დამ ჩაწერა და ამის შემდეგ, უამრავ სიმღერას ასრულებს, მაგრამ ხშირად არ მღერის. ძალიან სერიოზული ბიჭია, იუმორითაც გამოირჩევა, პატარა ასაკიდან საუბრობს და საკმაოდ კარგი ლექსიკა აქვს. ენამოსწრებული ბავშვია, საოცრად უყვარს ზღაპრები და ზღაპრის გმირები. ცხოველებიდან განსაკუთრებით უყვარს დინოზავრები და გული წყდება, რომ გადაშენდნენ.

width=600

თუ სურვილი ექნება, 1-2 წელიწადში აუცილებლად მივიყვან სიმღერაზე. ამ ეტაზე, ფორტეპიანოზე დაკვრის სურვილი აქვს და უნდა, რომ ისწავლოს. მთხოვა, თუ შეიძლება გიტარაზე მატარეო. ჩემი მეუღლე უკრავს და რომ ხედავს, მასაც დაკვრის სურვილი უჩნდება. როგორც ჩანს, მამის სიმღერამაც მისცა სტიმული. 

width=600

გამორჩეული მომღერლები უკვე ჰყავს ნიკოლოზს? 

გიჟდება ქართულ სიმღერებზე, ყველაზე მეტად, მომღერალ სოფო ბათილაშვილზე - ხშირად უსმენს სიმღერებს, მისი შესრულებით. უყვარს ასევ, გუგა მარგველაშვილის მიერ შესრულებული სიმღარა - „საარშიყო“(კომპოზიტორი ჯანსუღ კახიძე), თან აცხადებს, რომ გუგა ძალიან უყვარს. მოსწონს ასევე, სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებული სვანური სიმღერა. თავადაც ხშირად მღერის სვანურ სიმღარებს.

- ბევრმა არ იცის, რომ ნიკოლოზი გურიიდან არ არის. უამრავ ადამიანს აქვს მისი გაცნობის სურვილი და გურიაშიც კი ეპატიჟებიან. რას ეტყოდით გურულებს? 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურულ ხალხს, ჩემი შვილის მიმართ გამოხატული უდიდესი სითბოსთვის და სიყვარულისთვის“ - ამბობს პატარა მომღერლის დედა. 



ავტორი: რუსა ღვანიძე