ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სული

საზოგადოება 1713879180

VIDEO: „არსებობს თუ არა „დამავოი“, რომელიც ნივთებს აადგილებს“ - მამა საბა ჭიკაიძის განმარტება

არსებობს თუ არა "დამავოი", რომელიც ნივთებს აადგილებს და როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის წევრის შეკითხვას პასუხობს.მოძღვრის შეფასებით, ეს ყველაფერი ბოროტ ძალას უკავშირდება.ვრცლად ↓

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს

მეცნიერება 1713878100

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) E. bugandensis-ის სახელით ცნობილი ბაქტერიის 13-მა შტამმა მუტაცია განიცადა. ისინი ახლა დედამიწაზე არსებული იმავე მიკრობებისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.ISS ბაქტერიების გადარჩენისა და ადაპტაციის შესასწავლად იდეალური ადგილია. ცნობილია, რომ მიკროგრავიტაციაში ამგვარ ორგანიზმებს შესაძლოა, რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეთ, რაც ასტრონავტთა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველია.პლანეტაზე მობინადრე შტამებთან შედარებამ საერთო ჯამში საშუალოდ 578 რთული მუტაცია გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ორბიტაზე განლაგებულ სადგურში ბაქტერიებს სხვაგვარი გენეტიკური ვარიაციები აქვთ. კერძოდ, მათში უფრო მეტი ისეთი გენია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციებთანაა დაკავშირებული, მაგალითად ამინომჟავების გადატანასთან. ასევე, ამ მიკრობებში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ შტამებში არაა. ეს მიუთითებს, რომ ისინი გადასარჩენად კოსმოსის პირობებთან ადაპტირდნენ. მათში 23 სხვადასხვა პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაც გამოავლინეს, 13-ივე გენომში კი ACT-77-ის ჯგუფში შემავალ გენს მიაკვლიეს, რომელიც ძლიერ რეზისტენტობაზე მიანიშნებს.ამ ბაქტერიებში ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის 4 მექანიზმი დაფიქსირდა, ესენია: სამიზნის შეცვლა, ანტიბიოტიკის სეკრეცია, ანტიბიოტიკების შემცირებული შეღწევადობა და მათი ინაქტივაცია. ზოგ ორგანიზმში ამ მექანიზმების კომბინაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ ისინი მათთვის უნიკალური არაა, რადგან დედამიწაზეც ფიქსირდება.მეცნიერებმა ის მიკრობებიც შეისწავლეს, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში E. bugandensis-თან თანაცხოვრობენ, რათა იქაური ბიოუსაფრთხოების შესახებ მეტი გაეგოთ. მათ შორის მეტაბოლური ურთიერთქმედების ანალიზისას შენიშნეს, რომ ზოგიერთი ბაქტერია E. bugandensis-გან უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე სხვები, ანუ ის ISS-ში, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiome გამოქვეყნდა.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713877315

დოლარის ფასი შეიცვალა - ნახეთ, უცხოური ვალუტის ახალი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

პრემიერი

პოლიტიკა 1713877310

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება - პრემიერი

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა.მისივე განცხადებით, სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება მაგალითად რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს.„თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა არავითარი ფასი აღარ აქვს საზოგადოების თვალში ევროპარლამენტის რეზოლუციებს. სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოო ჯამში ახერხებენ საკუთარი რეზოლუციების გატანას. ეს არის უკიდურესად არა ევროპული მოვლენა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ასეთი ტიპის პრობლემებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ სახეზეა. ჩემთვის აქვს ფასი სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს. როდესაც ვხედავთ სიცრუეს, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ქართველი თუ უცხოელი, სიცრუე არის სიცრუე. შესაბამისად, ერთადერთი რასაც აქვს ჩვენთვის ფასი ეს არის სიმართლე, ეს არის ფაქტები, არგუმენტები. როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება. როდესაც საუბრობენ „დებიძინიზაციაზე“, რა თქმა უნდა, ამასაც ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე, რასა რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდეს ევროკავშირს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ლიზა ყენია

საზოგადოება 1713876840

„არ იმჩნევდა, რომ უჭირს უჩემობა... რომ არა დედა ,ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ოპტიმიზმით სავსე“ - ლიზა ყენია დედაზე

მომღერალმა ლიზა ყენიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” დედაზე – მაია ჯაბუაზე ისაუბრა, ლიზა თითქმის სამი წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს. მომღერალი ამბობს, რომ ქვეყანასთან ხანგრძლივი განშორება განსაკუთრებით დედასთან ურთიერთობაში აისახა.რა შეიცვალა ამერიკაში წასვლის შემდეგ წლების მატებასთან ერთად დედა-შვილის ურთიერთობაში და როგორია მაია ჯაბუა შვილთან მიმართებაში?- ლიზამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველად „დილა მშვიდობისა საქართველო”ეთერში ისაუბრა:,,მაია ჩემთვის არის ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო, მოტივაციის უდიდესი ნაწილი ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ყველაფერი ნათელი და იმედის მომცემი, რაც შეიძლება წარმოვიდგინო და ვიგრძნო არის მაია. მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე მაიასგან, რომ ადამიანებს არ ვუპასუხო აგრესიით და ვიყო უფრო მეტად სიყვარულით სავსე. მითხრა, რომ ყოველთვის ისწავლე მოთმინება და შემდეგ ამით უპასუხე ადამიანებს, მისგან მაგალითი მაქვს, მან იცის დამშვიდებულ მდგომარეობაში ადამიანებთან ურთიერთობა. ყველაზე მეტად ის ეპოქა მიყვარს როდესაც სულ იყო თბილისში კონცერტები და მე სადაც არ უნდა ყოფილიყო, ვიყავი კულისებში, ველოდებოდი დედას, ეს იყო საოცარი პერიოდი იმიტომ,რომ დედაჩემი იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაგარი მომღერალი და ყველაზე მეტად მეამაყებოდა. ამაზე მაგარი საყურებელი არ წარმომიდგენია რა შეიძლება ჩემთვის ყოფილიყო” – ამბობს მომღერალი.ლიზას ამბობს, რომ ადრე მაია ჯაბუა როგორც დედა მკაცრი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მეგობრებად ჩამოყალიბდნენ:,,ადრე უფრო მკაცრი იყო, რადგან აქტიური თინეიჯერობის პერიოდი მქონდა,მეგობრობაზე წინ უფრო იყო სიმკაცრე, მაგრამ ასაკთან და ალბათ ჩემს დამშვიდებასთან ერთად მეგობრებად ჩამოვყალიბდით და დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია… ჩემი გარდატეხის ასაკს რომ ვიხსენებ, ალბათ ჩემი და დედას ურთიერთობაში ეს იყო მცირე დროით მაგრამ ის პერიოდი, როცა ვიგრძენი რომ თითქოს დედას არ ვემეგობრებოდი, მაგრამ ალბათ ეს ის ასაკია როცა თვლი, რომ ყველა სიტუაციაში შენ ხარ მართალი, თუმცა სინამდვილეში ყოველთვის ვუსმენდი…დამოუკიდებელ ადამიანად გავიზარდე, მაიამაც ხელი შეუწყო ამას, ეგრე გამზარდა თან ჩემს გვერდშია და თან სულ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო დამოუკიდებელი… სულ ვამბობდი ჩემი ბავშვობიდან რომ მე უნდა წავიდე და სხვა ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო, ამერიკაში მინდოდა მეცხოვრა, როგორც კი მომენტი სამყაროსგან მივიღე,რომ შემეძლო წავსულიყავი არ გაჰკვირვებია, სულ ჯარისკაცურად ითმენდა და არ იმჩნევდა, რომ უჭირს უჩემობა, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე მაგრძნობინა, რომ ვენატრებოდი…. მაიაზე მაგარი მეგობარი არ არსებობს, ეს სულ ვიცოდი, მაგრამ რომ წავედი ამერიკაში, კიდევ ერთხელ გავაანალიზე ეს. დედა ჩემი დაქალია, ყველგან უნდა მყავდეს და ყველგან უნდა ვიაროთ ერთად… რომ არა დედა ,ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ოპტიმიზმით სავსე” – ამბობს მომღერალი.