შენ რა გაგიკეთებია, რომ ერის კაცის სიკეთეს ითვლი? - კურტანიძე ივანიშვილის კრიტიკოსებს მიმართავს

16:45 10-30-2019
3736

გავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი“,- ამის შესახებ შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორმა, ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან საზოგადოებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ საქმეებს ვერ ხედავს უმადურებს უწოდებს.

„აი ზოგიერთის კომენტარს ვკითხუილობ და ერთი რამ სურვილი მიჩნდება მაპატიოს უფალმა, მაგრამ ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი, რომ მიწაც არ შევაწუხო ამ არსებებით!! შენ რა გაგიკეთებია პარაზიტო, რომ ერის კაცის სიკეთეს ითვლით ან ვინ მიგდიხარ, რომ ასეთი დაუნახავი რამეს აფასებდე?!ღმერთმა დალოცოს ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი! ამინ“,- წერს ლუკა კურტანიძე.

29 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარების ერთიანი გეგმის ფარგლებში უკლებლივ ყველა, 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვა გადაწყვიტა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პროექტი რეგიონში 15 000 -20 000 ადამიანს დაასაქმებს.