თელავში სათამაშოების მაღაზია იწვის - ზარალი სავარაუდოდ ნახევარ მილიონს აჭარბებს

16:38 10-30-2019
122

თელავში სათამაშოების მაღაზია იწვის. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა. დამწვარია დასაწყობებული ავეჯი და საბავშვო ტექნიკის ნაწილი.

მაღაზიის მეპატრონის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრისგან მიყენებული ზარალი 500 ათს ლარს აჭარბებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი