16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე, არასრულწლოვნების საქმის წარმოება ცალკე გამოიყო - პროკურორი

16:33 10-30-2019

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის საქმეზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოცემულ საქმეზე კვლავ არსებობს ის საფრთხეები, რომლებიც საფუძვლად პატიმრობას დაედო.

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასრულწლოვნებთან საქმის წარმოება ცალკე გამოიყო.

„დღეს ტარდება წინა სასამართლო სხდომა. ამ შემთხვევაში არასრულწლოვნებს ძარცვის ჩადენის ფაქტზე ბრალი სრულწლოვნებთან ერთად ედებოდათ. თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასრულწლოვნების საქმის წარმოება ცალკე გამოიყო.

წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა ყველა იმ მტკიცებულება, რაც ჩვენს მიერ არასრულწლოვნების მიერ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით იქნა მოპოვებული.

მოცემულ საქმეზე კვლავ არსებობს ის რისკები და საფრთხეები,რაც თავდაპირველ პატიმრობას დაედო საფუძვლად“,- განაცხადა პროკურორმა.