ხობის სავიზიტო ბარათს - წერეთლის სკულპტურულ მონუმენტს „სიცოცხლის ხეს“ რესტავრაცია ჩაუტარდება

16:04 10-30-2019
13

ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ ხობის ცენტრში არსებულ ზურაბ წერეთლის სკულპტურულ მონუმენტს „სიცოცხლის ხეს“ ჩაუტარდება რესტავრაცია, რის შემდეგაც მას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

„მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რის გამოც, სკულპტურის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, განიხილებოდა სხვადასხავა ვარიანტი, მათ შორის: გადაადგილება და ხობის ცენტრში დამონტაჟება, რეაბილიტაციის პროცესში დროებით გადაადგილება და დასრულების შემდეგ პირვანდელ ადგილზე დაბრუნება.

ექსპერტებთან და პარკის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ დადგინდა, რომ მშნებლობის პროცესში სკულპტურის დაზიანების საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად გადაადგილების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას.

პარკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოხდება მონუმენტის რესტავრაცია და ძალიან მალე განახლებულ პარკს გაალამაზებს რესტავრირებული „სიცოცხლის ხე“, - ამბობს დეპუტატი.

 

ავტორი: თეა შონია