დაკვამლიანება ბათუმში, საცხოვრებელ სახლში - რა ნახეს ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა

15:47 10-30-2019
19

ბათუმში, ლუკა ასათიანის 71 -ში მდებარე კორპუსში , მე-4 სართულზე მეზობლებმა დაკვამლიანება შენიშნეს და სახანძრო სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა, თუმცა ბინაში შესულ სამაშველო სამსახურს გაზზე დარჩენილი საჭმელი დახვდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. 

ავტორი: ზაზა ტაკიძე