Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა

15:28 10-30-2019

Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% შეისყიდა, რითაც ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა. დღეს, „არგოს“ ქარხანაში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

width=550

Royal Swinkels-ის ლუდსახარშმა ბრენდ „ჰოლანდიას“ წარმოების ლიცენზია „არგოს“ 2017 წელს გადასცა. ყველაზე წარმატებული ქართული ლუდის საწარმოში წილის შესყიდვითა და მრავალმილიონიანი ინვესტიციით კი ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტი ზრდის, დაჩქარებისა და განვითარების სურვილს გაუსვა ხაზი. სვინკელების ოჯახი ქართულ ლუდსახარშ ბაზარზე დიდი გეგმებით შემოდის - იქცეს საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმო ქვეყანად.

2017 წლის შემდეგ სრულად მოხდა ქარხნის გადაიარაღება, დაინერგა ახალი ტექნოლოგიბი და მოხდა საწარმო პროცესის სრული ავტომატიზაცია. როიალ სვინკელების ლუდსახარშის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან „არგოს“ ქარხნის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში.

width=550

ხელის მოწერის ოფიციალურ ღონისძიებას სვინკელების ოჯახის წარმომადგენლები, კომპანია „არგოს“ გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი, თემურ ჭყონია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.