ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩს უმასპინძლა

14:49 10-30-2019
14

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლი იანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.