ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე

14:49 10-30-2019
33

ფოთში, საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსა და უმრავლესობას შორის სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვამ გამოიწვია. 

ოპოზიციონერთა განცხადებით, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ხმაური ასევე მელიორაციის სამსახურის შექმნის საკითხს მოჰყვა. მათი მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც ახლადშექმნილ სამსახურში დასაქმდებიან, ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს.

უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

 

ავტორი: თეა შონია