ჩემი სიცოცხლე მის კისერზე იყოს - დეა გოშხეთელიანი

13:50 10-30-2019

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, დეა გოშხეთელიანი შემაკავებელი ორდენის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსამართლეს ადანაშაულებს და წერს, რომ მას თუ რამე დაემართა, იცოდნენ, ვინ არის ამის ხელშემწყობი.

„ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება, იმ მოსამართლის კისერზე იყოს, რომელმაც შემაკავებელი ორდერი გააუქმა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა.
მე თუ რამე დამემართა, იცოდეთ, ვინ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს !

პს, ზუსტად ვიცი რას უნდა მოველოდე მოძალადე მხარისგან, ამიტომ ვამბობ ამას .
პსს, ძალიან დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი -ს ჩემი უსაფრთხოების დაცვაზე რომ ასე აქტიურად მუშაობენ, ძალიან დასაფასებელია ის რასაც ეს უწყება აკეთებს, მაგრამ!!!
სანამ სასამართლოც არ აუწყობს მათ ფეხს, მანამდე ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა არათუ არ დაიკლებს, არამედ ათჯერ, ოცჯერ და განუსაზღვრელი რაოდენობით მოიმატებს“, - წერს გოშხეთელიანი.

შეგახსენებთ, დაახლოებით 2 კვირაა დეა გოშხეთელიანის ყოფილმა ქმარმა ციხე დატოვა, რის შემდეგაც, შემაკავებელი ორდენი გაასაჩივრა.