მარტვილის მერი აცეკვდა - „დიდი მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ...“

13:28 10-30-2019
165

მარტვილის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ კურზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში ხორუმი იცეკვა.

მერი საკუთარ თანამშრომლებთან ერთად სოფლის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო, რომელიც ყოველწლიურად შემოდგომაზე აღინიშნება. 

„ტრადიციულად ამ ღონისძიებაში მთელი სოფელი მონაწილეობს. დიდი მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ, რაც შევძელი ეს იყო“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ალექსანდრე გრიგალავამ.