ჩემი პასუხი არის მადლობა - თეა წულუკიანი წყლატუბოს განვითარების პროექტზე

11:59 10-30-2019
115

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი წყალტყუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმიანება.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს კურორტის აღორძინება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას.

„რისი გაკეთებაც ბიძინა ივანიშვილმა  წყალტუბოს კურორტის აღორძინებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩემი პოზიცია,როგორც ქვეყნის მოქალაქის მხრიდან არის მადლობა. ვერცერთ ეპოქაში, როდესაც საქართველოს სათავეში სხვადასხვა პირები ედგნენ, ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ვერავინ, მათ შორის,როცა სახელმწიფოს სათავეში ედგა ედვარდ შევარდნაძე,როდესაც ამ სახელმწიფოს სათავეში ედგა თქვენთვის საყვარელი მიხეილ სააკაშვილი. ასე,რომ მე ვფიქრობ,რომ ბიძინა ივანიშვილის ეს საქველმოქმედო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი არის მისასალმებელი.

თვითონ რეაბილიტაციის პერიოდში იმერეთის რაიონში 8 ათასი პირი დასაქმდება. ეს არის ნამდვილად ხაზგასასმელი და მომავალში ეს არა მხოლოდ იმერეთის ეკონომიკის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე იქონიებს გავლენას“,- განაცხადა წულუკიანმა.