შალვა თადუმაძის პირველი კომენტარი სალომე ადეიშვილის საქმეზე

11:47 10-30-2019
1

გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ყოფილ პროკურორ სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება და კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. იმედი მაქვს, ყოფილი პროკურორი ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ყოფილმა პროკურორმა, სალომე ადეიშვილმა სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 ოქტომბერს გაავრცელა. ადეიშვილი პოსტში პროკურატურაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე, უკანონობასა და ზეწოლაზე საუბრობს.