თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა

11:41 10-30-2019
170

თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და თხოვნა იყო დაემუშავებინათ კანონპროექტი, რომელიც წარვუდგინეთ და ყოფილიყო მხარდაჭერა, რათა გაგვეძვირებინა დარღვევებზე ჯარიმა.

გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და გახდა 50 ლარი. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე დაიწყო და მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესიც.