ანაკლიის პროექტი არ არის ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხის და ქვეყნის პროექტი - ლევან კობერიძე

11:31 10-30-2019
13

პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრა იწყება. მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დ​ირექტორი ლევან ახვლედიანი და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესწრებიან.

„მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე და დავანახო საზოგადოებას, თუ რაოდენ მცირედი დარჩა, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულდეს“,– განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, რაზეც წუხილი გამოთქვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.

„ანაკლიის პროექტი არ არის არც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, არც ხაზარაძის ან ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლის პროექტი“,– განაცხადა ლევან კობერიძემ.