დააკავეს ჰიჯაბში გახვეული ქართველი ქალი, რომელსაც თურქეთში პოლიცია ეძებდა

11:29 10-30-2019
7434

ქართველი ემიგრანტების თანხის 8000 დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე თურქეთის პოლიციამ ბრალდებული 1964 წელს დაბადებული ქართველი ემიგრანტი, ვარდო ბოლქვაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ქართველმა ემიგრანტმა ნ.ბ-მ მიაწოდა.

მისი თქმით, დაკავებული ქალბატონი დანაშაულს აღიარებს და სადეპორტაციოშია გადაყვანილი. 

„დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, მაგრამ მეც მომატყუეს და მიიმალნენო. მომერიდა, თქვენთვის რა უნდა მეთქვა, მეც ძალიან ცუდად ვიყავიო, გვითხრა“, - განუცხადა ნ.ბ „პრაიმტაიმს“.

ვარდო ბოლქვაძეს ნანა ფარტენაძედ იცნობენ. მის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. 

„პრაიმტაიმი დაკავებულის შესახებ დეტალებს საგარეო საქმეთა სამინისტროში არკვევს.