ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

11:09 10-30-2019
42

პრემიერლიგის 31-ე ტურის 11 რჩეული ფეხბურთელი გამოცემა Sports.k- მ დაასახელა. 

„ჯაბა კანკავა ყველასთვის და ყველას ნაცვლად თამაშობდა. მართალია, მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ ის მოედანზე მაინც ლიდერი იყო“ – წერს Sports.kz.

ქართველმა ნახევარმცველმა ლიდერთან შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა, მოიგო 12 ორთაბრძოლა და 32 ზუსტი გადაცემა გააკეთა. სულ კანკავამ თამაშის დროს 65 სასარგებლო და წარმატებული მოქმედება ჩაიწერა.

31-ე ტურის შემდეგ, „ტობოლმა“, ისევე როგორც კახა ცხადაძის გაწვრთნილმა  იმკენტის ორდაბასმა“ 59 ქულა დააგროვა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კანკავას გუნდმა მეხუთეაგდილოსან „ჟეტისუს“ 7 ქულით გაასწრო და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.