პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს შეხვდებიან

08:57 10-30-2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე შეხვედრას გამართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი,  შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ. რომან გოცირიძის განცხადებით, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება, მანამდე ანაკლიის პორტის პროექტი არ შესრულდება.

საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა დღეს, 11 საათზეა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმებოდა.