ამბროლაურის მერმა 2019 წლის „პორშე“ მოიგო

01:25 10-30-2019
6232

„ლიდერბეთის“ გათამაშებაში ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ავტომობილი მოიგო. მერის პრიზი 2019 წლის „პორშეა“.

როგორც მან წამყვანებს, შორენა ბეგაშვილსა და ვანიკო თარხნიშვილს განუცხადა, მას გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მერის ქალიშვილი მარიამ მხეიძე და მეუღლე მეგი ყიფიანი წერენ.

„გილოცავ მაა!“.  - წერს მარიამ მხეიძე.

„სასწაულებიც ხდება ცხოვრებაში“ - წერს მერის ცოლი.