18 დაღუპული და 900-მდე დაშავებული - ბაღდადში კომენდანტის საათი გამოცხადდა

00:40 10-30-2019
128

ერაყში მასშტაბური ანტისახელისუფლებო აქციებია. დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ძალოვნებმა ცრემლმდენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა 900-მდე ადამიანი.

დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

მასშტაბური საპროტესტო აქციები ერაყის დიდ ქალაქებში რამდენიმე დღეა უკვე მიმდინარეობს. ბაღდადში კომენდანტის საათია გამოცხადებული.