VIDEO: გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე ცხვირი გაიტეხა

00:21 10-30-2019
93

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი დორტმუნდში ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სცენიდან ჩამოსვლისას წაიქცა და ცხვირი გაუტყდა. ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

ალტმაიერს სცენიდან ჩამოსვლისას ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ინციდენტის გამო კონფერენციის მონაწილეებს დარბაზი დაატოვებინეს.

აუცილებელი გახდა მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც განაცხადეს, რომ ალტმაიერს ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს და სხეულის დაჟეჟილობა მიიღო.