ყველამ ყველაფერი იცის და ელოდება პირველი ვინ იტყვის - მეუფე ანტონი გიორგი მამალაძეზე

22:01 10-29-2019
11

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, ციანიდის სკანდალს ეხმიანება. როგორც მან „TVპირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ერთხელ ინახულა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„მე ერთხელ ვინახულე მამა გიორგი და ბუნდოვანება არ შემიტანია ამ საქმეში, მივხდი, რომ გარკვეული მღვდელმთავრები არიან ამ საკითხში და საერთო მსჯელობის შემდეგ, უკვე მექნება პირადი აზრი“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.  

მეუფე ანტონმა მამა გიორგი მამამალძის TV პირველისათვის გაგზავნილ წერილზეც ისაუბრა.

„თუ რამეს თქმა უნდა, ისაუბროს. მე ადრეც ვთქვი, ყველამ ყველაფერი იცის და თითქოს ელოდება პირველი ვინ იტყვის. საპატრიარქოს გადაწყვეტილებაც ეს არის, რომ გამოვიდეს მამა გიორგი და თქვას, რის თქმასაც ამდენი ხანია აანონსებს. ორ წელზე მეტია ამბობს: „ვიტყვი და ვიტყვიო. თუ რამე სათქმელი აქვს, თქვას. “- ამბობს მეუფე ანტონი.