დაღუპული და-ძმის დედა ძალიან მძიმედაა, მამა ადრე დაეღუპათ - უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

21:45 10-29-2019
1

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ავარიის დროს დაღუპულ და-ძმაზე ახლობელი საუბრობს.

დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ულამაზესი, უკარგესი ოჯახის შვილები დაიღუპნენ. დათო ისეთი საყვარელი ბიჭი იყო ფიზიკურად თუ სულიერად, მთელ აბასთუმანს უყვარდა.

ბავშვებს მამა ადრე გარდაეცვალათ, დედამ ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის და გზაზე დააყენა. დათო ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო, რაგბის თამაშობდა. ახლა კი ჯარში მსახურობდა, ახალციხის ბატალიონში. მანქანაც ახლახან შეიძინა, საკუთარი შრომით. ეს უბედურებაც მაშინ მოხდა, როდესაც დათო, მისი უფროსი და და დედა ახალციხიდან აბასთუმანში შინ მოდიოდნენ მანქანით. ავარია საღამოს მოხდა, 6 საათზე. დათო იჯდა საჭესთან. ზუსტად არავინ იცის. გარდაცვლილი და-ძმის დედა ძალიან მძიმედ არის, შვილების გარდაცვალების ამბავი არ იცის... ზუსტად არც ის ვიცით, უბედურება როგორ და ვისი მიზეზით მოხდა, ჭირისუფლებისთვის ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

წყარო - ფოტო: კვირის პალიტრა