ვრცელდება ქობულეთში მომხდარი ავარიის შემზარავი კადრები

18:05 10-29-2019
4859

სოციალურ ქსელში ქობულეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის კადრები გავრცელდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად დაღუპულები მე-12 კლასის მოსწავლეები, ანდრია შევარდნაძე და ჯემალი გორჯელაძე არიან. ავტომობილში სულ 6 არასრულწლოვანი იჯდა, დაშავებულების ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 6 სკოლის მოსწავლე მე-4 გაკვეთილის შემდეგ  სკოლიდან წავიდა. შემთხვევა სკოლიდან 300 მეტრში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  მე-8 ნაწილით დაიწყო.