დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ახალი მინისტრები დანიშნა

17:55 10-29-2019

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ბრძანებებს მინისტრების დანიშვნის შესახებ ხელი მოაწერა. „პირველ ვიცე-პრემიერად დაურ არშბა, თავდაცვის მინისტრად - მირაბ ქიშმარია, საგარეო საქმეთა მინისტრად - დაურ კოვე, ხოლო შს მინისტრად - გარი არშბა“ დაინიშნა, - წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

გამოცემის ცნობით, „მინისტრთა კაბინეტის“ აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას დავიდ სანგულია დაიკავებს.

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“, ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მეორედ გახდა.

უფლებამოვალეობის“ შესრულებას ოფიციალურად ის 9 ოქტომბერს შეუდგა.

 

ავტორი: თეა შონია