„შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა!“- ანა დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებაზე

17:50 10-29-2019
6666

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერიძის, გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩემო კარგო ხალხო, არ არის კარგი ამბავი. სანდრო ბერაძე იპოვეს გარდაცვლილი. ნათელში იყოს მისი სული. ვიზიარებ მისი ოჯახის ღრმა მწუხარებას. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენის მხრივ კი გავერთიანდეთ და ხმა ამოვიღოთ აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ. შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა ამ ჭირს. ქართული ოცნება / Georgian Dream სასწრაფოდ დადეთ კანონმდებლობა“,- წერს ანა დოლიძე.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ეძებენ, ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ლელუბანში ტაქსმა დატოვა.

სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა.

დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

„შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაგვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო“, - ამბობდა დედა.