ავადმყოფი ბავშვები საშინელ პირობებში წვანან და წამალიც არ აქვთ“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

17:34 10-29-2019
1

აკა სინჯიკაშვილისოციალურ ქსელში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებზე წერს და ერთ-ერთ პოსტს უძღვნის ოჯახებს, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფი ბაშვებიც კი ვერ მიჰყავთ ექიმთან.

„ყურადღებით წაიკითხეთ! ამ კვირაში, ჩვენი თვალით ნანახი, 74 ადამიანია ასეთ დღეში, ვინც ავადაა და ექიმთან წასვლის კი არა, წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს. ძირითადად ბავშვები, რომლებსაც ან მშობლები არ ჰყავთ, ან მარტოხელა დედები ზრდიან ბევრ და-ძმასთან ერთად.ზოგი მოხუცია და ექიმთან წამყვანიც არ ჰყავს არავინ. წამალები ძვირია და საყოველთაო დაზღვევა არ ანაზღაურებს.

width=600

ძალიან საშინელ პირობებში წვანან ავადმყოფი ბავშვები და წამალიც არ აქვთ, რომ ოდნავ უკეთ გახდნენ. დედა ადგას თავზე თავის შვილებს, კლინიკაში დაწვენის ფულიც არ აქვს და გარეთაც ვერ გადიან, რომ მოწყალება მაინც ითხოვონ, ცოტა ხნით.

ხვალ დავიწყებთ, მოგროვილი ფულით წამლების დარიგებას. სულ 218 დასახელების წამალია. რამდენსაც შევძლებთ წამლებს ვუყიდით, როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ, გაგვივრცელეთ, თორემ ბევრგან მართლა სიცოცხლის გადასარჩენად არის საქმე.

თქვენით თუ მოგინდათ ყიდვა და მიტანა, დამირეკეთ და პირდაპირ რეცეპტს და ავადმყოფი ადამიანის მისამართს მოგცემთ. აბა ჩვენ ვიცით.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ ქველმოქმედება და შემდეგ პირველივეა ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია

ავტორი: რუსა ღვანიძე