საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

17:16 10-29-2019
11739

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს, სადაც ის ბოლოს ნახეს.

ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ეძებენ, ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ლელუბანში ტაქსმა დატოვა.

სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა.

დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

„შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაგვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო“, - ამბობდა დედა.

„პრაიმტაიმი“ უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.