ვის (არ) მოწონს ტაქსების რეფორმა - „ეისითმა” თბილისელები გამოკითხა

16:04 10-29-2019
137

ეისითი” რეგულარულად სწავლობს საზოგადოების აზრს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

ბოლო პერიოდში მედიასა და  სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ მერიის მიერ განხორციელებულ ტაქსების რეფორმას. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ თბილისელები ამ რეფორმას და რისი მოლოდინი აქვთ.

ეისითის” კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმას დედაქალაქში გამოკითხულთა 25% ძალიან დადებითად, 32% კი უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.

ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულთა 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს მოელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 17%, საკითხის მიმართ კი ნეტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს (არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება).

გამოკითხულთა 72%-ს ტაქსების რეფორმის შემდეგ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების იმედი აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება 15%, 11%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

თბილისში გამოკითხულთა 59% თვლის, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულთა 21%, ნეიტრალურ განწყობას კი ავლენს 14%.

ასევე, კვლევამ უჩვენა, გამოკითხულების 2/3 შიშობს, რომ რეფორმა გააძვირებს ტაქსის მომსახურებას (66%). 14% აღნიშნულს არ ეთანხმება, 12% კი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენს.

მთლიანობაში დედაქალაქში გამოკითხულთა 2/3 ტაქსების რეფორმას მტკივნეულ, მაგრამ თბილისისთვის აუცილებელ რეფორმად თვლის (64%). აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 20%, ხოლო ნეიტრალურია 13%.