VIDEO: კივილი და პანიკაში ჩავარდნილი ხალხი - დამანგრეველი მიწისძვრა ფილიპინებში

15:49 10-29-2019
134

ფილიპინებზე დღეს 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღალსართულიანი შენობები ირხეოდა. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა ინტერნეტში გავრცელდა.

მიწისძვრა ფილიპინების სამხრეთ კუნძულ მინდანაოზე მოხდა. სტიქიური მოვლენის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა ათობით ადამიანი. დაღუპულებს შორის ერთი 15 წლის მოზარდია.

მიწისქვეშა ბიძგების გამო ქუჩებში ქაოტური სიტუაციები შეიქმნა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

მიწისძვრის შედეგად გაიბზარა შენობები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ბოლო 3 კვირის განმავლობაში მინდანაოზე უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა. წინა ბიძგების სიმძლავრემ 6.3 მაგნიტუდა შეადგინა. დაიღუპა 7 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

ავტორი: მარიამ გიგანი