ვინ არიან ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპული არასრულწლოვნები

15:43 10-29-2019
1342

ქობულეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად დაღუპულები მე-12 კლასის მოსწავლეები, ანდრია შევარდნაძე და ჯემალი გორჯელაძე არიან. ავტომობილში სულ 6 არასრულწლოვანი იჯდა, დაშავებულების ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 6 სკოლის მოსწავლე მე-4 გაკვეთილის შემდეგ  სკოლიდან წავიდა. შემთხვევა სკოლიდან 300 მეტრში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  მე-8 ნაწილით დაიწყო. 

ავტორი: ზაზა ტაკიძე