სამხედროებმა გადაარჩინეს ქალი, რომელიც 10 მეტრის სიმაღლიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა (ჩინეთი)

15:37 10-29-2019
1114

10 მეტრის სიმაღლიდან, თვითმკვლელობის მიზნით, გადმომხტარი ქალი, ორმა სამხედრომ გადაარჩინა. მათ იგი ხელში დაიჭირეს.

ინციდენტი 27 ოქტომბერს ჩინეთში, გუანჯოუს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. სამოყვარულო კამერამ დააფიქსირა კადრი, რომ ქალი 10 მეტრის სიმაღლის პლატფორმაზე გარედან იყო ჩამოკიდებული. ქალმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ მიიღო.

ქალი სიმაღლეზე 10 წუთის განმავლოვაში ეკიდა, შემდეგ კი გადმოხტა. მის დასაჭერად, აეროპორტის საგუშაგოზე მყოფი ორი სამხედრო პირი ემზადებოდა.

ინციდენტის შედეგად ქალს სხეულის მძიმე დაზიანებები არ მიუღია. თუმცა დაშავდა ერთ-ერთი სამხედრო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.



ავტორი: მარიამ გიგანი