ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1714044328

„ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა...“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არჩევნებში ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა.ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი ხელისუფლების ცვლილება, ამოცანა კი ერთიანობა და შეტევაა. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე გააკეთა. დღეს დაკითხეს დაცვის მხარის მოწმეები."ერთობაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა, მით უმეტეს, პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე გადაიდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში. მაქსიმალურად, ყველანი მოვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის. ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა. გამოწვევა არის ძალიან დიდი და  მას როგორც არასდროს, უნდა დავახვედროთ დიდი ტალღა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა

სამართალი 1714044300

პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება - ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

ევროპარლამენტი

პოლიტიკა 1714044065

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოფიციალურად ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს

საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიცირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

წყვილი

რჩევები 1714044000

მამაკაცის 3 ტიპი, რომლებიც არასოდეს არ უნდა შეგიყვარდეთ

არსებობს ბევრი ბიჭი, რომლებსაც ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. და თუ ერთ-ერთ მათგანს შეხვდებით, ეს კარგი სულაც არ არის... თქვენი ურთიერთობა არ განვითარდება და მას არასოდეს შეუყვარდებით - რაც უფრო ადრე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე იპოვით ნამდვილ ბედნიერებას და სიყვარულს.დაიმახსოვრეთ: ნუ ეცდებით მათ შეცვლას; ნუ ეცდებით მათ დახმარებას; ნუ ეცდებით მათ გადარჩენას - ამის ნაცვლად, უბრალოდ გაიქეცით!1. დედიკოს ბიჭიჩვენ ყველა ვიცნობთ ასეთ ბიჭს - ის არ იღებს გადაწყვეტილებებს დედის თანხმობის გარეშე!ის ვერ შეგიყვარებთ, რადგან მისი გული უკვე დაკავებულია და დედამისს ეკუთვნის. ეს ცუდი როდია, მაგრამ ეს მამაკაცი სახლის დალაგებასა თუ ტანსაცმლის არჩევაში დედას ეხმარება - და არა თქვენ.ის მის აზრს იზიარებს და ეთანხმება და არა თქვენსას; როდესაც ავადაა, უნდა რომ მხოლოდ დედამ იზრუნოს და არა თქვენ; ის 30 წლისაა და მას უკვე ჰყავს ცხოვრების მთავარი სიყვარული.2. „ურთიერთობისთვის მზად არ ვარ“ქალბატონებო, ეს აქამდე უკვე მოგისმენიათ და კიდევ მოისმენთ. თუ ის ამბობს, რომ არ სურს სერიოზული ურთიერთობა და ვალდებულება, ის ამას გულისხმობს და თქვენ ამას პატივი უნდა სცეთ მის აზრს! თქვენ არ უნდა სცადოთ მისი შეცვლა!და თქვენ ვერასდროს მიიღებთ იმას, რაც ნამდვილად გსურთ; ხოლო თუ დაელოდებით როდის შეიცვლება და გადალახავს ამ შიშს, ეს უბრალოდ არასოდეს მოხდება! ყოველ შემთხვევაში, თქვენთან მაინც...3. მოთამაშე ბიჭიეს ბიჭი მხოლოდ ერთი საქმისთვისაა შექმნილი და მისი მთავარი ფუნქცია თამაშია. და თუ ის თქვენზე დაქორწინდება, გამოიცანით რა მოხდება? დიახ, ის მაინც მოთამაშესავით მოიქცევა, მაგრამ ამჯერად, მას სერიულ მატყუარას დაუძახებთ.მას არ სურს სერიოზული ურთიერთობა და არც თქვენ გსურთ მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, რადგან მხოლოდ დროს კარგავთ. სასწრაფოდ მიატოვეთ ის და მისი ფობია - მათ შორის, თქვენი ადგილი არ არის!

gia abashidze

პოლიტიკა 1714043475

ევროპარლამენტში აფხაზეთის მოხსენიება სახელმწიფოდ ყირგიზეთთან ერთად, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური უხამსობაა. იმ ინსტიტუტიდან, სადაც სააკაშვილი ე.წ. "წამებული პოლიტიკური პატიმარია" და კეზერაშვილი ე.წ. "პატიოსანი მედია მენეჯერი", აღარაფერია გასაკვირი - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი EPP-ის შემუშავებულია და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.ანალიტიკოსის თქმით, ევროპარლამენტში აფხაზეთის მოხსენიება სახელმწიფოდ ყირგიზეთთან ერთად, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური უხამსობაა.მისივე თქმით, იმ ინსტიტუტიდან, სადაც სააკაშვილი ე.წ. "წამებული პოლიტიკური პატიმარია" და კეზერაშვილი ე.წ. "პატიოსანი მედია მენეჯერი", აღარაფერია გასაკვირი.„ეს არ არის პოლიტიკოსობა და ჩვენი ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა - ევროპარლამენტში აფხაზეთის მოხსენიება სახელმწიფოდ ყირგიზეთთან ერთად, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური უხამსობაა.იმ ინსტიტუტიდან, სადაც სააკაშვილი ე.წ. "წამებული პოლიტიკური პატიმარია" და კეზერაშვილი ე.წ. "პატიოსანი მედია მენეჯერი", აღარაფერია გასაკვირი. ცალკეული ევროპარლამენტარების ბიოგრაფიებიდან და სამარცხვინო განცხადებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი სამაგალითო ევროპელებს წარმოადგენენ.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.