მათიკაშვილი: ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს

15:30 10-29-2019
13

წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს. თავისი მაშტაბით მართლაც უპრცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ დროს ძალიან პოპულარული, ამჟამად კი დროთა ავბედითობისა და საბიუჯეტო სახსრების უკმარისობის გამო ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტის კვლავ ასაღორძინებლად: ორ ათეულზე მეტი სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, ათასობით სამუშაო ადგილი, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, უამრავი კმაყოფილი ტურისტი და რაც მთავარია: დოვლათი, რაც წარმატებული ტურისტული საქმიანობის შედეგად იქმნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თვითოეული ოჯახისთვის - აი ეს, ძალიან მცირე ჩამონათვალი, იმისა რაც შედეგად მოჰყვება ბატონ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გულწრფელ სურვილს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს მისთვის საყვარელ ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს!!!“,- წერს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია,რომ ივანიშვილი აპირებს წყალტუბოში უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს და მათი სრული რეაბილიტაცია მოახდინოს.