„პატრიარხო ილია, მოსაყდრე შიო, ჭაბუკა-შენც.. ჩამობრძანდით აწი მორალური პიედესტალიდან!“- ბერძენიშვილი

15:17 10-29-2019
3167

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„პატრიარხო ილია, მოსაყდრე შიო, ჭაბუკა-შენც.. ჩამობრძანდით აწი მორალური პიედესტალიდან! “,- წერს სოციალურ ქსელში ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.