ნათია თურნავა: ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაიზრდება

14:20 10-29-2019
14

ბუნებრივ აირზე ტარიფი არ გაიზრდება,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ზესტაფონში სოფელ კლდეეთში მოსახლეობასთან შეხვდერისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გაზის ღირებულებამ არ მოიმატოს.

„ბუნებრივი ტარიფების დინამიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი რეგულატორი,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ტარიფების გაზრდა არ გვემუქრება, რადგან სახელმწიფოს ყველა ის ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ეს არ დაუშვასმ -განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი სოფლის მოსახლეობას უახლოეს მომავალში გაზიფიცირებას დაპირდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სულ 300 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება იგეგმება, მათ შორის 60 იმერეთის რეგიონში.