პროკურატურის მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებელი გაუარესდა - IDFI

14:15 10-29-2019
17

საქართველოს პროკურატურის მიერ უწყების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაუარესდა,- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროკურატურის მიერ 2017-2018 წლებში სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების მიხედვით, პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ათი ამოცანიდან, 2018 წლის მდგომარეობით, ერთი ჩაითვალა შესრულებულად, შვიდი მეტწილად, ხოლო ორი ნაწილობრივ შესრულებულად.

„2017 წელს გათვალისწინებული 127 ღონისძიებიდან სრულად შესრულებულია 87, მეტწილად შესრულებულია 20, ნაწილობრივ შესრულებულია 15, ხოლო შეუსრულებელია ხუთი ღონისძიება.

პროკურატურის სამოქმედო გეგმით 2018 წელს გათვალისწინებული 119 ღონისძიებიდან, სრულად შესრულებულია 65, მეტწილად შესრულებულია 11, ნაწილობრივ შესრულებულია 11, ხოლო შეუსრულებელია 32“,- აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.