„ენმს“ აქვს განშტოებები: „ნაცები", ,,შმაცები", ,,შმაცუნები" - ირაკლი კობახიძე

14:09 10-29-2019
22

ვიცით, რომ განშტოებები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“: ნაცები, შმაცები და შმაცუნები. მათთან ჩვენი მხრიდან კოალიციის შექმნა არის გამორიცხული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას, ეს არის მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციური მოძრაობის ფორმირება და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება.

თუ 60%-ს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. არის კიდევ ერთი ვარიანტი, ან „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას, ან შეიძლება საერთოდ საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუმცა ეს არის თეორიული დაშვება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.