ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედაეკლესიასა და პატრიარქს - ინაშვილი

14:03 10-29-2019
21

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების დროს, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

„ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედაეკლესიასა და პატრიარქს. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ვარდების რევოლუციიდან დაიწყო და დამთავრდება ძალიან მძიმე შედეგებით იმ ფსევდოლიბერალური ძალებისთვის, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩართული. ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.